ელექტრო სისტემების ინჟინერის დანიშნულებაა უზრუნველყოს კომპანიის კლიენტების მომსახურება ისეთი ელექტრო საინჟინრო სისტემების დაპროექტების, შერჩევის, ინსტალაციის, რემონტისა და ტექნიკური მომსახურების საკითხებში როგორებიცაა: UPS, AVR, Power Inverter, Battery Storage და სხვ.

საქმიანობის არეალი

ინჟინერი თავის საქმიანობას წარმართავს პროექტების სრული ციკლის განმავლობაში. მისი აქტივობები ძირითადათ შედგება (თუმცა არ შემოიფარგლება) შემდეგი კომპონენტებისგან:

  • პროდუქტების შერჩევა, დიზაინი – კომპანიის დამკვეთების წინაშე მდგომი ტექნოლოგიური ამოცანების გადაწყვეტის შემუშავება და შემადგენელი კომპონენტების სპეციფიკაციების შერჩევა
  • სისტემის მონტაჟი, ინსტალაცია – მოწოდებული სისტემების ინსტალაცია, ელექტრო ქსელებთან დაერთება და პროგრამულად კონფიგურირება
  • დიაგნოზის დასმა და რემონტი – დამონტაჟებული სისტემების ექსპლოატაციისას წარმოქმნილი ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკა და გასწორება
  • ტექნიკური მხარდაჭერა, მოვლა-პატრონობა – ექსპლოატაციაში მყოფი სისტემების პერიოდული აუდიტი და გამართულობის შემოწმება. ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა და რეკომენდაციების გაცემა გაუმჯობესების მიზნით.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება:

  • სასურველია ტექნიკური, ელექტრო საინჟინრო მიმართულებით

მუშაობის გამოცდილება:

  • სპეციალიზაციის ფარგლებში შემავალი პროდუქციის (UPS, AVR, Power Inverter, Battery Storage და სხვ.)
  • შერჩევის, დამონტაჟების და ტექნიკური მომსახურების 3-5 წლიანი გამოცდილება

უნარ-ჩვევები:

  • კარგად უნდა ესმოდეს სპეციალიზაციაში შემავალი სისტემების ტექნიკური მხარე, ფუნქციონალი და სამომხმარებლო სარგებელი
  • მაღალი თვითრწმენა და საქმის დამოუკიდებლად კეთების განვითარებული უნარი
  • კომპანიის დამკვეთების ინტერესებზე ზრუნვის, მათი ნდობის მოპოვებისა და ურთიერთობის განვითარების უნარი
  • საკუთარი კვალიფიკაციის გაღრმავებასა და ცოდნების ამაღლებაზე ორიენტირებულობა

სხვა მოთხოვნები:

  • ინგლისურ / რუსულ ენაზე ტექნიკური მასალის გარჩევისა და კომუნიკაციის შესაძლებლობა
  • სისტემის აღწერის წერილობითი ფორმით გადმოცემის უნარი და ტექნიკური დოკუმენტაციის შექმნის შესაძლებლობა
ანაზღაურება

წინამდებარე ვაკანსიით გათვალისწინებული აქტივობების ანაზღაურება შეადგენს 1,500 – 2,000 ლარს და დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე და განხორციელებული საქმის მოცულობასა და ხარისხზე.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ შეავსოთ ფორმა

 

ომპანია ენსოლი წარმოადგენს საქართველოს #1 სისტემური ინტეგრატორისა და ყველაზე მსხვილი IT ორგანიზაციის – UGT ჯგუფის წევრ კომპანიას და ორიენტირებულია თავისი დამკვეთებისთვის უზრუნველყოს უწყვეტი ელექტრომომარაგება, მათთვის მაღალი ხარისხის პროდუქტებისა და საუკეთესო სერვისების მიწოდების გზით.

www.generators.ge წარმოადგენს ენსოლის პროექტს, რომლის დანიშნულებაცაა მეტი სასარგებლო და პრაქტიკული დანიშნულების ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებლებს დიზელ გენერატორების შესახებ და ხელი შეუწყოს თანამედროვე ტექნოლოგიების პოპულარიზაციას საზოგადოებაში.