Teksan

კომპანია Teksan-ი, რომელიც უწყვეტი ენერგიის მიწოდებას, გენერატორების წარმოებაში ინოვაციებსა და ხარისხის კონტროლის საშუალებით ახორციელებს, 1994 წ. თურქეთში, ქ. სტამბოლში დაარსდა. კომპანია მას შემდეგ ქმნის ბაზრისთვის მორგებულ, მაღალი ხარისხის გენერატორების ვრცელ და საინეტრესო ასორტიმენტს.

სოლიდური გამოცდილებისა და მაღალი ტექნიკური კომპეტენციის საშუალებით, Teksan-ი უკვე 25 წელზე მეტია მომხმარებლებს სთავაზობს ელექტრო ენერგიის ეფექტურ და საიმედო გადაწყვეტილებებს, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიაზე მაქსიმალურად არის მორგებული. მათი გენერატორები საიმედოა ისეთ მაშტაბურ პროექტებშიც კი რომლებიც მშენებლობასთან, ტელეკომუნიკაციებთან, გამოთვლით ცენტრებთან, სავაჭრო ცენტრებთან, სასტუმროებთან და საავადმყოფოებთან არის დაკავშირებული.

დღეს, საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატების მქონე პროდუქტებით, მომხმარებლებზე ორიენტირებული გაყიდვების შემდგომი მომსახურების საშუალებით, Teksan-ს მსოფლიოს 130 ქვეყანაში ჰყავს კლიენტები და მთელი ურთიერთობის მანძილზე წარმატებულად ახორციელებს ნებისმიერი სირთულის პროექტებს.

Teksan-ის ნაწარმის ასორტიმენტი შედგება შემდეგი პროდუქტებისგან:

  • პორტატული გენერატორები;

  • დიზელის გენერატორები;

  • გაზის გენერატორები;

  • კოგენერაციის / ტრიგენერაციის გადაწყვეტილებები;

  • ჰიბრიდული ენერგო სისტემები;

  • განათების კოშკურები;

  • სინქრონიზაციისა და კომპლექსური მართვის გადაწყვეტილებები.

Teksan-ი საკუთარი პროდუქტების შესაქმნელად იყენებს ისეთ პრემიალურ ბრენდებს და მომწოდებლებს, როგორებიცაა:

  • Perkins

  • Doosan

  • Mitsubishi

  • Scania

  • Lovol

  • GE Jenbacher

  • Crompton Greaves

  • Marelli

  • Stamford

PERKINS-ის მსოფლიო დონის ბრენდის ქვეშ იწარმოება კომპაქტური, მაგრამ მძლავრი ძრავები, რომლებიც უზრუნველყოფენ საიმედო და ეკონომიურად ეფექტური სიმძლავრის ენერგიას საბოლოო მომხმარებლებისათვის – თითქმის ყველა ინდუსტრიაში.

მოდელების სია

DOOSAN-ის მიერ წარმოებული მძლავრი დანადგარები წარმატებით გამოიმუშავებს და აწვდის მომხმარებელს ელექტრო-ენერგიის ფართო დიაპაზონს. DOOSAN-ის პროდუქცია დამზადებულია გამძლე მასალისგან, მარტივი და მოსახერხებელია გამოსაყენებლად.

მოდელების სია

MITSUBISHI არის გლობალური ბიზნეს საწარმო, რომელიც ავითარებს და მართავს საწარმოებს თითქმის ყველა ინდუსტრიაში. ის მუდამ მზადაა მიაწოდოს საუკეთესო გადაწყვეტილებები დამკვეთებს, მიუხედავად მოთხოვნილი ძრავის სიდიდის და დანიშნულებისა.

მოდელების სია

BAUDOUIN-ის კომპანიის პროდუქტებს ახასიათებთ მაღალი საიმედოობა და ეკონომიურობა. ბრენდის ძრავები გამოირჩევიან იმით რომ, ისინი დიდი ხნის განმავლობაში ემორჩილებიან კაპიტალურ რემონტს, აქვთ სტაბილური წარმადობა და ერგონომიული დიზაინი.

მოდელების სია

Teksan-ის სისტემების ფუნქციონალობის და გადაწყვეტების სრული სპექტრის გასაცნობად – მიჰყევით ბმულს