Pramac

Pramac – ის ისტორია იტალიაში იწყება 1966 წელს, როდესაც Campinoti-ს ოჯახმა დააარსა სამშენებლო ტექნიკის კომპანია – L’Europea , რომელიც ძირითადად იტალიის ბაზარზე იყო ორიენტირებული. ამ დროიდან მოყოლებული Pramac-ი აფართოვებს თავის საქმიანობას გენერატორების მიმართულებით.

დიდი ტექნოლოგიური გამოცდილებისა და ვერტიკალურად ინტეგრირებული წარმოების პროცესების საშუალებით, Pramac-ი უკვე 50 წელზე მეტია რაც არსებობს მსოფლიო ბაზარზე. Pramac-ის ამოცანაა – შექმნას პროდუქტი ფასი/ხარისხის საუკეთესო შეფარდებით, პარტნიორებსა და პირველი დონის კომპონენტების მომწოდებლებთან სტრატეგიული ურთიერთობების შენების გზით.

პროდუქციის ფართო ასორტიმენტი მოიცავს:

პორტატულ გენერატორებს:

  • საყოფაცხოვრებო ხაზი;

  • პროფესიული ხაზი.

სტაციონალურ გენერატორებს:

  • GS დაბალი სიმძლავრე (7-50 kVA);

  • GB საშუალო სიმძლავრე (10-830 kVA);

  • GSW მაღალი სიმძლავრე (815-3600 kVA)

გასანათებელ კოშკურებს:

  • LSW და LQW სერიები;

  • Plug In -სერია.

გაზის გენერატორებს:

  • საყოფაცხოვრებო დანიშნულების;

  • ინდუსტრიული დანიშნულების.

პროდუქტის ასორტიმენტი ასევე მოიცავს – ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს – დამკვეთის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სიმძლავრის, ხმის იზოლაციის, მართვის სისტემის მიხედვით და ა.შ.

Pramac-ის პროდუქცია ასევე შეიძლება დაიყოს იმ ინდუსტრიების მიხედვით, რომლებშიც ის განსაკუთრებულად პოპულარულია, გამოცდილია ხარისხზე და გააჩნია საკუთარი, საამაყო ისტორიები ყველა მათგანში და მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასეთებია:

  • ტელეკომუნიკაციები;

  • ვაჭრობა;

  • მრეწველობა;

  • გამოთვლითი ცენტრები;

  • ზღვაოსნობა;

  • ელექტრო სადგურები;

  • სპორტი და გართობა;

  • ტრანსპორტი;

  • წყალმომარაგება;

  • ჯანდაცვა;

  • გაზი და ნავთობი;

  • მშენებლობა.

GX სერია გთავაზობთ გენერატორებს, როგორც ქსელის, ისე ქსელის გარეშე სამუშაოდ. მათი მარტივი დიზაინისა და სტანდარტული აღჭურვილობის წყალობით, ეს გენერატორები სწორი არჩევანია მომხმარებლებისთვის, რომელთაც სჭირდებათ ხარისხიანი და მარტივად გამოსაყენებელი პროდუქტი. GX სერია განსაკუთრებულია პროფესიონალური სამუშაოების საწარმოებლად.

მოდელების სია

GB სერია შესაფერისი მოდელია ისეთი მომხმარებლისთვის, რომელსაც ესაჭიროება 7-დან 50 კვა-მდე, შესაბამისი ხარისხის და ფასის მქონე დიზელ-გენერატორი. GB სერიის რანსპორტირება და მომსახურება მარტივია. პროდუქციის ფართო სპექტრი საშუალებას გვაძლევს წარმატებით გამოვიყენოთ ის მშენებლობის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის დარგებში.

მოდელების სია

GS სერია გამოიმუშავებს და მომხმარებელს აწვდის ელექტრო-ენერგიის ფართო დიაპაზონს 10-დან 830 კვა-მდე. GS სერია შექმნილია და დამზადებულია გამძლე მასალისგან, მარტივი და მოსახერხებელია გამოსაყენებლად. გარანტირებული მაღალი ხარისხის სტანდარტებით და დამატებითი ფუნქციების სრული ჩამონათვალის შეთავაზებით GS სერია აკმაყოფილებს დამკვეთის მაღალ მოთხოვნებს.

მოდელების სია

Pramac-ის სისტემების ფუნქციონალობის და გადაწყვეტების სრული სპექტრის გასაცნობად – მიჰყევით ბმულს