რჩევები დიზელ გენერატორის კომპლექტების სიცოცხლისუნარიანობის გახანგრძლივების შესახებ

დიზელ გენერატორების არასწორად გამოყენების შემთხვევაში, ისინი სწრაფად გამოდიან მწყობრიდან და მაშინაც კი, თუ სერიოზული ავარია ჯერ არ მომხდარა, საჭიროებენ შეკეთებას.

წესების დარღვევის შემთხვევაში ნაწილები სწრაფად ცვდება, იწვება, შესაბამისად მოწყობილობა გვემსახურება ბევრად ნაკლებს, ვიდრე დადგენილ დროს. აქედან გამომდინარე, საჭიროა ყურადღებით დავაკვირდეთ ინსტალაციის პროცესს, ჩატარდეს დროულად დაგეგმილი დიაგნოსტიკა, ასევე დაუყოვნებლივ განხორციელდეს შეკეთება მოწყობილობების გაუმართაობის შემთხვევაში.

გავრცელებული გაუმართაობები დიზელ გენერატორებზე

დიზელ-გენერატორების საერთო დიაგონსტირებისას, სერვისის სპეციალისტები ხშირად აწყდებიან ისეთ პრობლემებს, რომელთა თავიდან აცილება შესაძლებელია პრევენციული ზომების მიღებით ან გადაუდებელი რემონტის ჩატარებით.

ეს პრობლემებია:

  1. არ ეშვება გენერატორი
  2. ექსპლუატაციის დროს გენერატორი ჩერდება
  3. ზეთის გადაჭარბებული ხარჯი ნორმაზე მაღალია
  4. გაშვებული ძრავა ავრცელებს ძლიერ დარტყმებს
  5. გამონაბოლქვი აირები არანორმალურ შეფერილობას იღებს
  6. დანადგარი არ იძლევა ძაბვას

თითოეულ მათგანს ამ გაუმართაობებიდან აქვს საკუთარი მიზეზები და მოგვარების შესაბამისი გზები:

  • გენერატორი შეიძლება არ გაეშვას საწვავის ტუმბოს გაფუჭების, ბინძური და დაბალი ხარისხის საწვავის გამოყენების, სტარტერის ან ცივი გაშვების მოწყობილობის ჩავარდნის გამო.
  • ძაბვის პრობლემები წარმოიქმნება კონტაქტორების და რეგულატორის დაზიანების გამო.
  • ძრავი შესაძლოა ჩაქრეს, თუ საწვავში აირებია, ბაკია ცარიელი, დაბინძურებული საწვავის ფილტრია, და სხვა
  • ზეთის გადახარჯვა ხდება, როდესაც ზეთის სისტემის გერმეტიზაცია ირღვევა, ან გამოიყენება უხარისხო ზეთი.
  • გენერატორის ძრავს შეუძლია გამოსცეს ძლიერი დარტყმის ხმები, თუ გამოვიდნენ მწყობრიდან საქშენები, სარქველები, საკინძების საკისრები ან დგუშის რგოლები.
  • დიზელ-გენერატორის გამონაბოლქვი აირების ფერი თუ გახდება თეთრი-ცისფერი ან შავი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჰაერის ფილტრი მნიშვნელოვნად ბინძურია. თუ ფილტრის შეცვლის შემდეგ ფერი ისევ არანორმალურია, საჭიროა შეამოწმოთ საქშენები, სანთლები, რელეები, დენის სისტემა.

ჩამოთვლილი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, დაუყოვნებლივ უნდა დარეკოთ დიაგნოზირებისა და მოვლის სპეციალისტთან, თვითშემოწმებამ და შეკეთებამ შეიძლება გამოიწვიოს დიზელის გენერატორის კიდევ უფრო დაზიანება, რადგან თითოეულ ავარიას აქვს წარმოშობის და აღმოფხვრის მრავალი მიზეზი და მეთოდი. ამიტომ უმჯობესია დავიცვათ დაგეგმილი შემოწმებისა და მოვლის განრიგი.

ექსპლუატაციის წესები

დიზელ გენერატორის ნაკრების გამოყენებისას მნიშვნელოვანია დავიცვათ ოპერაციული წესები, შემდეგ კი დანადგარი მოემსახურება მთელ საგარანტიო პერიოდს და უფრო მეტხანს იმუშავებს ავარიის გარეშე.

ძირითადი რეკომენდაციები შემდეგია:

  1. არ არის რეკომენდირებული ძრავის გადატვირთვა, როდესაც ის მუშაობს.
  2. არაა რეკომენდირებული საწვავის ბაკის შევსება გენერატორის მუშაობისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში შეძლება ავტომატური ნასოსის გამოყენებით სხვა საწვავის ავზიდან, და არა სხვა საწვავის ჭურჭელიდან.
  3. ასევე არ შეიძლება ჩართული გენერატორისთვის ზეთის, ფილტრების შეცვლა და ა.შ.
  4. გამაგრილებელ სითხედ შეიძლება გამოვიყენოთ მხოლოდ სპეციალური სითხეები და არავითარ შემთხვევაში წყალი.
  5. არ შეიძლება გენერატორის დამონტაჟება გლუვ მიწაზე, უნდა იყოს ბეტონის ან ხის ბაქანი იდეალური სწორი ზედაპირით.
  6. ყოველ 250 სთ-ში უნდა შეიცვალოს ზეთი, ზეთის და საწვავის ჰაერის ფილტრები, შემოწმდეს გაზის გამონაბოლქვი, შემოწმდეს შესაბამის დატვირთვაზე, თუ საჭიროა დაემატოს დისტილირებული წყალი აკუმულატორებს.

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ რეკომენდაციებისა, რომელიც დიზელ გენერატორის მომსახურების დროს უნდა გაითვალისწინოთ. თუ ამ ყველაფერს გავითვალისწინებთ, მაშინ ჩვენ ბევრად უფრო მარტივად შევძლებთ დიზელ გენერატორის მაქსიმალურად ეფექტიანად გამოყენებას და ვუზრუნველყოფთ ელექტრო ენერგიის საჭიროების შემთხვევაში უწყვეტ მიწოდებას. დამატებითი კითხვების შემთხვევაში არ მოგერიდოთ ჩვენთან დაკავშირება, ჩვენი გუნდი ყოველთვის მზადაა დახმარებისთვის – იქნება ეს რჩევა, კონსულტაცია, გამოცდილების გაზიარება თუ პროფესიონალი ტექნიკოსებისა და ინჟინრების ჩართვა თქვენი ამოცანების გადაწყვეტაში.